რუსებმა ავდიივკაში საავადმყოფოს შენობა დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც თავშესაფარში მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ავდიივკაზე ავიაიერიშის შედეგად დღეს დილით ოთხი შუახნის ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა.

მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ. საავადმყოფო დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.

„ეს არის წინასწარი ინფორმაცია. სამწუხაროდ, შესაძლოა მსხვერპლი მეტი იყოს“, - აღნიშნა ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს