„ქართული კუთხეების ფესტივალი“ – „წისქვილი ჯგუფის“ კიდევ ერთი ახალი წამოწყება

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.

20 მაისიდან ივლისის ბოლომდე, ყოველ მეორე შაბათ-კვირას წისქვილის ეზოში საქართველოს სხვადასხვა კუთხე – სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, იმერეთი და კახეთი – საკუთარ კულტურასა და გასტრონომიას წარადგენს.

„წისქვილი ჯგუფი“ 20 წელია სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ამჯერად კი „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ტრადიციად ქცევა დავისახეთ მიზნად.

ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი და მათი ავთენტური გემოებითა და ცეკვა-სიმღერით ისიამოვნონ. ამ დღეებში ისინი დააგემოვნებენ საქართველოს კუთხეების გამორჩეულ კერძებს, თავად ისწავლიან მათ მომზადებას და იხილავენ რეგიონების საუკეთესო წარმომადგენლებს, მათ შორის, ასწლოვან ანსამბლ „რიჰოს“ სვანეთიდან, „ელესას“ მაღალმთიანი ქედიდან, რაჭველებს, მეგრელებს, კახელებს, გურულებს და ა.შ.“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

კონკრეტული კუთხისადმი მიძღვნილ დღეებში, მენიუს ტრადიციული კერძები და დღის ღვინო დაემატება. ეზოში სპეციალურად მოეწყობა ჯიხურები, საიდანაც სხვადასხვა ხემსის თუ სასმლის შეძენა და იქვე დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, რესტორნის ტერიტორიაზე არსებული სივრცეების დაჯავშნას სტუმრები წინასწარ შეძლებენ.

ამასთან ერთად, წისქვილის სივრცეში გამოყოფილი იქნება საბავშვო ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დაკავდებიან.

ფესტივალზე თავიანთ პროდუქციას ქართული კომპანიები წარადგენენ, მათ შორის, „ბადაგი“, მეღვინეობა „ენკენი“, „ქეთო’ს“, ღვინის ბრენდი „ფესვები“ და „შუმი“.

„ძალიან გვიხარია, რომ ვუერთდებით „ქართული კუთხეების ფესტივალს“. „ფესვები“ სტუმრებს შესთავაზებს ღვინის უნიკალურ არჩევანს. ჩვენი სომელიეები სტუმრობენ საქართველოს ყველა რეგიონის მცირე მევენახეს, ქარხნებსა და მონასტრებს, რათა შეარჩიონ განსაკუთრებული და გამორჩეული არომატის და გემოვნური თვისებების მქონე სასმელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო, რომელსაც „ფესვების“ ბრენდით ვაწარმოებთ, მზადდება იმ რეგიონში, რომლისთვისაც ეს სახეობა მშობლიურია“, – გვითხრა „კანტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მაცაცო გორდეზიანმა.

ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი სტარტაპის, „ქეთო’ს“ დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ ფესტივალი მისი ბრენდის წარდგენისა და სტუმრებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად ჩვენნაირი სტარტაპებისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მის პოპულარიზაციაში. დიდი მადლობა წისქვილი ჯგუფს, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ ფესტივალში“, – ამბობს „ქეთო’ს“ დამფუძნებელი, ქეთი მელაძე.

ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიც. მასში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის, ონის, ყვარლის, თელავის, ქედის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონს მას დავუთმობთ. დარწმუნებული ვართ, დაინტერესება და ჩართულობა პირველივე წელს ძალიან დიდი იქნება. მომდევნო წელს კი, გვჯერა, ამ დღეებზე დასასწრებად სპეციალურად ესტუმრებიან საქართველოს ტურისტები“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ წისქვილის ფეისბუქ გვერდსა და ფესტივალის ღონისძიებას.

ინფორმაციას "წისქვილი ჯგუფი" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს