თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელების საშიშროება შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობს და ხანძრის გავრცელების ალბათობას შესაბამისი სამსახური დაადგენს,“ - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი