„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წლიური ანგარიში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის გამგეობასა და რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სიტყვით მიმართეს.

ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებმა გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთწლიანი ინტენსიური სამუშაო შეჯამდა, ანგარიში ჩავაბარეთ ორგანიზაციის საბჭოს და გამგეობის წევრებს, პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს. შევაჯამეთ ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელთა შორისაა „ფემ ტექ ფესტივალი“, „ვარდისფერი ოქტომბერი“, 16-დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, სხვადასხვა შეხვედრები, ტრენინგები, სტრუქტურის ფორმირება და სხვა. რაც მთავარია, ერთი წლის მუშაობის ძირითადი ხაზი და მიზანი, რისთვისაც ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ქალების ხმა პარტიაში, ჩვენი პარტიის წევრ ქალებთან აქტიური კომუნიკაცია და ქალ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა