რიში სუნაკი - გაერთიანებული სამეფო უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი „შედარებით მალე“ მზად იქნება, უკრაინელი მფრინავები დასავლეთის მიერ მიწოდებული მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების შესწავლის მიზნით გაწვრთნას.
მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი იყოს, თუმცა მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლებლობების გაძლიერება იოლი საკითხი არ არის.
"არ არის ადვილი საკითხი, როდესაც განვიხილავთ თვითმფრინავების საბრძოლო პოტენციალის შექმნას. ეს არ არის მხოლოდ თვითმფრინავების მიწოდება. ეს ასევე არის პილოტების მომზადება და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ამაში. ერთი რამ, რასაც რეალურად შედარებით მალე გავაკეთებთ, არის უკრაინელი მფრინავების მომზადება და ეს არის ის, რაც დღეს განვიხილეთ და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ეს გეგმები შედარებით მოკლე დროში", - აღნიშნა სუნაკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა შეხვედრა ლონდონთან ახლოს, ჩექერსის რეზიდენციაში გამართეს.

























