ვოლოდიმირ ზელენსკი - საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნა გვსურს

საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თემა, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ცას ვერ ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საბრძოლო თვითმფრინავებზე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნა გვსურს და ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ვხედავ, რომ უახლოეს დროში თქვენ მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა შეხვედრა ლონდონთან ახლოს, ჩექერსის რეზიდენციაში გამართეს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა