BTU-ს ინოვაციების ყოველწლიური სამიტი სტარტს იღებს

სტარტაპებისთვის, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ანგელოზი ინვესტორებისთვის და ინოვაციების სფეროთი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლური სამიტი გაიმართება.

31 მაისს, სამიტი გააერთიანებს სტარტაპ კონკურსს, ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაციას, პანელურ დისკუსიას და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის Keynote გამოსვლას.

ჰილა ოვილ ბრენერი, სამიტის მოწვეული სტუმარია, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის, არის სერიული ანტრეპრენერი, 70-ზე მეტი სტარტაპის ინვესტორი, ისრაელის მოწინავე აქსელერატორის, ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელი და მენტორი. ბრენერთან შესახვედრად და სტარტაპების წარსადგენად, უკვე შეირჩა ქვეყნის მოწინავე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი სტარტაპები. ფიჩინგის სესიას აგრეთვე დაესწრებიან ინვესტორები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებიდან. ანგელოზ ინვესტორებთან შეხვედრა ღონისძიების დახურული ნაწილია, რომლის მიზანია გაზარდოს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.

სამიტზე აგრეთვე ჩატარდება სტუდენტური სტარტაპების კონკურსის ფინალი, სადაც გამარჯვებული 5,000 ლარს ადრეული დაფინანსების სახით მიიღებს. კონკურსში მონაწილეობას BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტური სტარტაპი მიიღებს, რომელიც გაივლის შესარჩევ ეტაპს და მოსამზადებელ Bootcamp-ს. გამარჯვებული სტარტაპის გამოსავლენად, კომისია დაკომპლექტებულია შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციებით: თიბისი, აქსელი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

სამიტის დასასრულს, გაიმართება მსოფლიო ბესტსელერი წიგნის, “Venture Deals - ვენჩურული გარიგებების”-ის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც ბტუს ინიციატივითა და დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა. წიგნი ასახავს სტარტაპებისა და მეწარმეობის სირთულეებს დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში და ასწავლის ტექნოლოგიურ კომპანიას, ინვესტორთან ურთიერთობის სტრატეგიებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა. გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება იქნა მოზიდული სტარტაპებს შორის.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია.

საკონტაქტო: cfe@btu.edu.ge / marketing@btu.edu.ge

(R)

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის