საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კომპანია Danfoss-ის დამფუძნებელ იორგენ მედს კლაუსენს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მანქანა-დანადგარებისა და ინტელექტუალური აპარატურის წარმოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული დანიური კომპანია Danfoss-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იორგენ მედს კლაუსენს შეხვდა და მასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანია Danfoss-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც Danfoss-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იორგენ მედს კლაუსენმა შეხვედრაზე განაცხადა, კომპანია დაინტერესებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით, ერთობლივი პროექტები განახორციელოს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ენერგოდაზოგვისა და გათბობის ჭკვიანი სისტემების ერთობლივად შემუშავებისა და დანერგვის შესაძლებლობები. როგორც დანიელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, წარმატებული ურთიერთათანამშრომლობის ფარგლებში, Danfoss-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იორგენ მედს კლაუსენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალისა და იმ საერთაშორისო პროექტების, გლობალური სამეცნიერო კოლაბორაციებისა და ექსპერიმენტების შესახებ ესაუბრა, რომელშიც უნივერსიტეტი და მისი მეცნიერები მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობენ. რექტორმა ყურადღება მიმდინარე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიერო კვლევებზე გაამახვილა და შეეხო იმ პროცესებს, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს კომპანია Danfoss-თან, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში 80-მდე საწარმოს და 23 კვლევით ცენტრს ფლობს. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მუშაობენ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნის, ასევე, სამეცნიერო კვლევების ტექტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით. სტუმარს გავაცანით ის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები და გლობალური ექსპერიმენტები, რომელშიც უნივერსიტეტი და ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ, ვესაუბრეთ იმ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უპირატესობებზე, რაც ჩვენს უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გააჩნია. სასიხარულოა, როცა საერთაშორისო ბიზნესკომპანია მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რაც ორმხრივ სარგებლის მომტანი იქნება, განსაკუთრებით ჩვენი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ვიმსჯელეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ერთობლივ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტში Danfoss-ის მხარდაჭერით ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნის თაობაზე, ასევე, შევეხეთ სასწავლო კურსების მოდიფიცირების, სტუდენტთა გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და სამომავლოდ, კომპანიის საწარმოში ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებს“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა შედგება, რომელზეც სამომავლო კოლაბორაციის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანიურ კომპანია Danfoss-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის