გივი მიქანაძე - ცოტა რთული სიტუაციის წინაშე ვდგებით - პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ რეგლამენტს ვერ დაადებს, რადგან მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს

ცოტა რთული სიტუაციის წინაშე ვდგებით - პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ რეგლამენტს ვერ დაადებს, რადგან მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მიქანაძის თქმით, პრეზიდენტს უფლება აქვს ვეტო ნებისმიერ კანონს დაადოს, თუმცა ხელისუფლებას სურს, „ეს პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს“.

„ცოტა რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, რომ გვქონდეს სამივე მოსმენით მიღებული ცვლილებები რეგლამენტში და იმავდროულად საარჩევნო კოდექსთან მიმართებით ვეტო ზუსტად იგივე ნორმებზე, რომლებიც რეგლამენტითაა განმტკიცებული. ვეტოს გამოყენების უფლება კონსტიტუციითაა მინიჭებული. რა თქმა უნდა, მას შეუძლია არათუ ამ კანონპროექტს, არამედ ნებისმიერს კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. თუმცა, გვინდა ეს მოცემულობა კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ. ეს კეთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ შეუძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ კომპლექტდებოდეს და ადამიანებს არათუ გრძელვადიანი, მოკლევადიანი გეგმების დასახვაც არ შეეძლოთ. ეს კონკრეტული კანონპროექტი გამოსავალია ამ ჩიხური მდგომარეობიდან. მზად ვართ, ნებისმიერ თქვენგანთან განვიხილოთ, განსაკუთრებით მეორე მოსმენის დროს, როგორ შეიძლება ეს კანონპროექტი დაიხვეწოს. არსი მიუთითებს იმაზე, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და ეს არის იმ პრობლემაზე, გამოწვევაზე პასუხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყო.

დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო