„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

16 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 17 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, ქინძმარაულის ქუჩას, ჩიხს და I-II შესახვევებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა, თეთრი წყაროს და ნადირაშვილის ქუჩებს; ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, გორგასლის ქუჩა N50-52; გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო