რუსული მედია - ლუგანსკში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა

ქალაქ ლუგანსკში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი აფეთქების შედეგად თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, იგორ კორნეტი მძიმედ დაიჭრა.

მათივე ცნობით, ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

როგორც მედია ადგილობრივ ე.წ. ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე იმ შენობაში მოხდა, რომელშიც ადრე საავიაციო სკოლა იყო განთავსებული, ახლა კი მისი ამჟამინდელი ფუნქცია უცნობია.

მეორე აფეთქება კი, რამდენიმე საათის შემდეგ, ლუგანსკში მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მოქმედმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, თავდასხმაში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა.

უკრაინის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა