პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად HIMARS-ის პირველი პარტია მიიღო

პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ დღეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

"ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება", - განაცხადა ბლაშჩაკმა.

როგორც მედია წერს, M142 HIMARS-ების მიღება 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მოხდა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის თქმით, ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო