პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ

პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, რუსეთის ფედერაციასთან ფრენები არ აღადგინოს.

აქციის ორგანიზატორის, იურისტ, კახა წიქარიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს მორალური უფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ევროკავშირს დაშორდეს.

“ჩვენ ვართ მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციასთან არ აღადგინოს ფრენები. დღეს უკრაინაში არის ომი, დღეს უკრაინაში რუსული რაკეტები დაფრინავენ და ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, რუსული თვითმფრინავებით ვიფრინოთ. პუტინი საერთაშორისო დამნაშავედ არის გამოცხადებული და ჩვენ არ გაქვს უფლება მისგან საჩუქრები მივიღოთ.

არ გვაქვს უფლება რუსეთს დავუახლოვდეთ და დავშორდეთ ევროკავშირს.

ფრენების საკითხი არ არის კომფორტის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და ეს არის ევროპასთან დაშორების საკითხი”, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, მათ პარლამენტში ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

“მოვითხოვეთ პირდაპირ ფრენებზე უარი. თუკი საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი ჩვენთან დიალოგში შემოვა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავსხდეთ და ჩვენი პოზიცია მივაწოდოთ”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო