იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, მოსკოვის გადასაწყვეტი არაა, უკრაინას რისი გაკეთება შეუძლია

ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“ განაცხადა.

„ახლა, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა არ მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის ამოცანას წარმოადგენს ამ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ ესკალაციის თავიდან აცილება.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა რაც ვიცით ისაა, რომ როდესაც ის დასრულდება, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ისტორიის გამეორება”, - განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა“.

„მოსკოვის გადასაწყვეტი არაა, უკრაინას რისი გაკეთება შეუძლია“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში