რუსული მედია - მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რუსული მედია - მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო

მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Azimuth-ის ვებგვერდზე ავიაბილეთები უკვე იყიდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ორშაბათს საღამოს Azimuth Airlines-ის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო“, - აღნიშნავს მედია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულმა ავიაკომპანია Azimut-მა მოსკოვიდან თბილისში ფრენის ნებართვა მიიღო. ფრენები 17 მაისიდან კვირაში შვიდჯერ შესრულდება.