სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები არასწორად არის იტერპრეტირებული.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ Azimuth Airlines-ის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") and all other sanctions lists administered by OFAC) და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ წყაროზე.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“-ი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე 15 მაისს გაიცა. ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე, მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შესრულდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს