გრიგოლ გეგელია - საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე უნდა იყოს დაცული რუსული გავლენებისაგან, რადგან რუსეთი არის მტერი

ჩემთვის ეს იყო მიუღებელი სააკაშვილის დროსაც და მიუღებელია ახლაც, ის, რაც სააკაშვილმა დაიწყო, გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მიერ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ლელოს“ მოთხოვნა არაა, რუსების საქართველოში შემოსვლის საერთოდ აკრძალვა, თუმცა ხელისუფლებამ ვითარება მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს და ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ და რამდენი ადამიანი შემოდის ქვეყანაში.

„სხვათა შორის „ქართული ოცნების“ პირობებში გაიზარდა უვიზო დღეთა რაოდენობა. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო მაშინაც და მიუღებელია დღესაც. მაშინ „ლელო“ არ არსებობდა, თუმცა რომ ეარსება, იტყოდა ზუსტად იმავეს. ჩვენი პრინციპი, რატომაც ჩვენ იმ პოზიციის ვართ, რომლისაც ვართ, არის შემდეგი: საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე უნდა იყოს დაცული რუსული გავლენებისაგან იმიტომ, რომ რუსეთი არის მტერი. არა მარტო იმიტომ, რომ მას ტანკები უდგას ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ მას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, მას ჰყავს არა თუ დაზვერვის, არამედ ძალიან, ძალიან ბევრი გავლენის აგენტი, მათ შორის ქართველები ძალიან ხშირად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობაში მყოფი ქართველებიც მათ შორის. რუსეთი ძალიან კომპლექსურ სპეცოპერაციას ატარებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მობილურ ტელეფონებშიც ცალკე ომს აწარმოებს და ჩვენ ყველა ფრონტზე უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული და ჩვენის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი არცერთი მიმართულებით არ დგებოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ „ლელო“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოვედით ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულიყო სავიზო რეჟიმი, ძალიან მკაფიოდ გაკონტროლებულიყო ბიზნესების რეგისტრაციის და კერძო საკურების ფლობის უფლება. ჩვენ აკრძალვა არ გვინდა, არც რუსთა შემოსვლის და არც მათ მიერ აქ რაღაცის ყიდვის, მაგრამ ჩვენ გვინდა ამის რეგულირება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ რას ყიდულობს, ვინ შემოდის ჩვენ ქვეყანაში. ეს არის სუვერენული უფლება. ეს არის ძალიან ელემენტარული რამ, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს ძალიან ზუსტად რამდენი და ვინ შემოუშვა. მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს არ ჰქონდა რეალური ციფრები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო