ჯონ კირბი - რუსეთი ირანისგან დამატებითი დრონების შეძენას გეგმავს

რუსეთი ირანისგან, უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად, დამატებითი მოწინავე დრონების შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი უკვე მიაწოდა.

„ირანი აგრძელებს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას. აგვისტოს შემდეგ, ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, ძირითადად, Shahed-ის ტიპის“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, აღნიშნული დრონების დიდი ნაწილი რუსეთმა უკვე დახარჯა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებისთვის.

”რუსეთმა ამ უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესი ნაწილი დახარჯა, ისინი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. ამ უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდებით, ირანი პირდაპირ უწყობს ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსებს ახლა უფრო მოწინავე დრონების შეძენა სურთ, რომლებიც უფრო მეტად ლეტალურია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო