ევროპის საბჭოს ორდღიან სამიტზე უკრაინის საკითხს განიხილავენ

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები დღეს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ორდღიან სამიტზე დასასწრებად შეიკრიბებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამიტზე, ორგანიზაციის 46 წევრი სახელმწიფოს ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილ საფრთხეებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭო, რომელიც „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ დაარსდა, მეოთხე სამიტს მართავს.

სამიტს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დაესწრებიან. მონაწილეებს ვიდეობმულის საშუალებით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთს, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა. 2022 წლის მარტში, მოსკოვმა, მისი გარიცხვის საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ორგანიზაცია თავად დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო