ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, - ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „აზიმუტის“ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

„ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „შემოწმებული და გაცემული გაქვთ ნებართვა კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად ასახელებს?“ მიმართვიდან დაახლოებით, ორი საათის შემდეგ მშვენიერაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „აზიმუტმა“ საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

გამოცემა წერს, რომ „აზიმუტმა“ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან - 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში