ალუდა ღუდუშაური - მათ, ვისაც არ აქვთ არც შესაბამისი კომპეტენცია, არც ხედვა, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ საცირკო წარმოდგენები გამართონ

მათ, ვისაც არ აქვთ არც შესაბამისი კომპეტენცია, არც ხედვა, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ საცირკო წარმოდგენები გამართონ - ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ ქვეყნის ინსტიტუციებზე ტალახის სროლას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს არ ესწრებოდნენ, “უსაფუძვლო განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს აკეთებენ”.

“მართლმსაჯულება არის მთავარი ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა დაშენდეს დემოკრატია და ვფიქრობ, ვისთვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა ვიწროპარტიული ამოცანა, უნდა აცნობიერებდეს, რომ არ შეიძლება მართლმსაჯულებაზე ტალახის სროლა მითუმეტეს, როცა საფუძველი არ გაქვს. დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ, შემცირდეს პოლარიზაცია და 12 პუნქტის ნაწილიცაა დეპოლარიზაცია, ჩვენი რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ იღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებში არ მონაწილეობენ, ტელეკამერების წინ კეკლუცობენ და უსაფუძვლო განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ. ვენეციის კომისიის ფაქტობრივად ყველა შენიშვნა და მითითება გავითვალისწინეთ და საბოლოოდ, სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს ფუნდამენტური და ამბიციური ცვლილებები, თამასა მაღალ ნიშნულზე იწევს. ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილებებს, რაც შემოდის, ვერ ნახავთ ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის კანონმდებლობაში. თუ ვინმეს უნდა, საქმეზე იყოს ორიენტირებული და მომართული იყოს, რომ სასამართლო სისტემა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს, მიიღოს მონაწილეობა. როცა არ გაქვს საფუძველი, რომ კრიტიკა განახორციელო, მაშინ ყველა არგუმენტის გარეშე მონაწილეობას არ იღებ სამუშაო ჯგუფებში. დღეს წარმოდგენილი იქნება საბოლოო სახით ვენეციის კომისიის დასკვნები და ყველას მინდა ვუთხრა, თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი, უსაგნო კრიტიკისგან”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა