დღეს, სხდომათა დარბაზში დეტალურად აგიხსნით, როგორ მოიფიქრა სუს-მა ოპერატიული ლეგენდა და პარლამენტის რომელი წევრები დგანან „ქართული ოცნებიდან“ ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, დღეს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით მათ მიერ მოპოვებულ საგამოძიებო მასალებს წარმოადგენენ.
„ეს არის ოპერატიული ლეგენდა, რომ „ქოლ-ცენტრები“ კავშირშია ოპოზიციასთან და კონკრეტულად, გიორგი ვაშაძესთან. ამ ფილმის და ამ საქმიანობის უკან დგას „ქართული ოცნება“ და პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“. განახებთ ჩვენს მიერ ხესავით აწყობილ საგამოძიებო მასალას, ვისი მეუღლეები და ვისი შვილები რომელ კომპანიებს და რომელ „ქოლ-ცენტრებს“ ფლობენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.