DW Akademie-სა და MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა რეგიონული გახდა

მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიის (DWA) ერთობლივმა მედიაწიგნიერების პროგრამამ წელს რეგიონული მასშტაბი შეიძინა. 9-12 მაისს "მითების დეტექტორის ლაბორატორიამ“ ქართველ სტუდენტებთან ერთად, ახალგაზრდებს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან უმასპინძლა. ინტენსიური ტრენინგების პირველ ეტაპზე მონაწილეები მედიის კრიტიკულ ანალიზს, ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის პრაქტიკულ უნარებს, ასევე მულტიმედია შინაარსის მომზადებას სწავლობდნენ, რასაც შემდგომ ეტაპზე “მითების დეტექტორის” ლაბორატორიაში სტაჟირების პროგრამა მოჰყვება.

„ფაქტების გადამოწმება და ინფორამციის კრიტიკული აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რეგიონში ომი მიმდინარებს. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ძალიან გამოცდილი პარტნიორი, მედიის განვიათარების ფონდის სახით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ამ პარტნიორობის შენარჩუნებით, რადგან DW აკადემიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია MDF-ის საქმიანობა, რომელიც ახალგაზრდებს ახალი ამბების კრიტიკულად აღქმის უნარის განვითარებაში ეხმარება,“ ამბობს კეტრინ ვერი, DW აკადემიის პროგრამების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„მითების დეტექტორის ლაბორატორიაში“ ახალი სასწავლო კურსი 2023 წლის 8 აპრილიდან დაიწყო. მას ჯამში 23 ქართველი და 11 უცხოელი მონაწილე ჰყავს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სტაჟირებას ფაქტების გადამოწმების პლატფორმის - „მითების დეტექტორი“ რედაქციაში გაივლიან. კურსის ბოლოს კი, მათ ღია წყაროების საგამოძიებო ინსტრუმენტებით (OSINT) ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია, ახალი მედია ეკოსისტემის კვლევა, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის იდენტიფიცირება/გამოვლენა და მულტიმედიური ინსტრუმენტებით მასალების მომზადება შეეძლებათ.

„იმისთვის, რომ ციფრულ მედია ეკოსისტემაში უსაფრთხო ნავიგაცია შევძლოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საზიანო ინფორმაციის გაფილტვრის ბაზისური უნარები. გვიხარია, რომ საქართველოში წარმატებულმა ამ პროგრამამ, რომელსაც 200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, წელს რეგიონული მასშტაბი შეიძინა და ჩვენს გამოცდილებას უკრაინელ, აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებსაც ვუზიარებთ“, ამბობს თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

პროგრამის ბოლოს, ჩატარდება კონკურსი, რომელიც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე საუკეთესო მულტიმედია ნაშრომებს გამოავლენს. გამარჯვებულები ციფრული ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

”მითების დეტექტორის ლაბორატორია” 2017 წელს დაარსდა და უკვე 224 კურსდამთავრებული ჰყავს. სტაჟირების ფარგლებში კი კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორზე” ჯამში 500-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნეს.

“მედიის განვითარების ფონდი” 2008 წელს შეიქმნა. MDF დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.

MDF-მა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა. 2019 წლიდან "მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN) წევრია. 2020 წლის სექტემბრიდან, "მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო