საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტ ბადრი ყაველაშვილს ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის აღებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტს ბადრი ყაველაშვილს, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ევროპის ჩემპიონმა ბადრი ყაველაშვილმა უნგრეთის ქალაქ სეგედში ნიჩბოსნობის მსოფლიოს თასზე 200-მეტრიან დისტანცია 36.32 წამში დასძლია და მესამე ადგილზე გავიდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გარდა იმისა, რომ მაღალპროფესიული კადრების მომზადებით გამოირჩევა, არაერთი წარმატებული სპორტსმენის ალმა მატერად ითვლება. მეტიც, უნივერსიტეტს ჰყავს ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცეთ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს ლუკა მაისურაძეს. ამ დიდ სიხარულს, მეორე, ასევე, დიდი სიხარული მოჰყვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა გვასახელა და ნიჩბოსნობის მსოფლიოს თასზე, დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით ვულოცავ ბადრი ყაველაშვილს მორიგ წარმატებას. უნივერსიტეტი ყოველთვის მის გვერდით იქნება და გვჯერა, რომ კიდევ არაერთ ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს, საქართველოს და უნივერსიტეტს მრავალჯერ ასახელებს“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტმა ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე 37.76 წამით მეორე ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში კი ყველას აჯობა (36.49). A ფინალში ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 36.65 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო