პაატა გაფრინდაშვილი - დეპოლარიზაციის მიმართულებით რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ერთმანეთის დემონიზება შეწყდეს

დეპოლარიზაციის მიმართულებით რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ერთმანეთის დემონიზება შეწყდეს, - ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის მაგალითები ქვეყანაში მრავალია, სიტუაციის შემოტრიალების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს.

„ევროკავშირში გაწევრიანება არის ერთადერთი გზა, რომელიც ყველა ქართველისთვის, აფხაზებისთვისა და ოსებისთვის განვითარებას, წინსვლასა და განათლებას უზრუნველყოფს. ამ გზაზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხალხის დასავლური დაკვეთა შესრულდეს. 12 პუნქტი, საბოლოოდ, წლის ბოლოს, დეკემბერში შეფასდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, პერიოდულად, სიტუაციის შეფასებას ვაგრძელებთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, საქართველოს ხელისუფლება თავად აღნიშნავს ხოლმე, რომ ეს პუნქტი ვერ შესრულდება. აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია ამ მხრივ ნაბიჯებს არ დგამს. ყველაზე მარტივი, რაც დეპოლარიზაციის მიმართულებით უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ ერთმანეთის დემონიზება შეწყდეს. რუსული კანონის უკან გაწვევის შემდეგ, პოლარიზაცია კიდევ მეტად გაიზარდა. ამგვარი მაგალითები საკმარისზე მეტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფრის შემოტრიალების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს“, - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შეფასების დოკუმენტს წარადგენს - სტატუსმეტრს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. ღონისძიებაზე ერთ-ერთი სპიკერი პაატა გაფრინდაშვილია და ის დეპოლარიზაციის პუნქტს მიმოიხილავს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს