ზურაბ ბატიაშვილი - 28 მაისს დიდი ინტრიგა არ იქნება, დიდი ალბათობით, მეორე ტურში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაიმარჯვებს

28 მაისს დიდი ინტრიგა არ იქნება, დიდი ალბათობით, მეორე ტურში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დიდი ალბათობით პოლიტიკური კარიერის დასრულება მოუწევს. ამასთან, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთის ოპოზიციას ერთიანობაში სერიოზული პრობლემა აქვს.

„ოპოზიციას ერთიანობაში სერიოზული პრობლემა აქვს - ექვსპარტიული გაერთიანება, სადაც არიან როგორც სოციალ-დემოკრატები, ისე კონსერვატორები, ნაციონალისტები და ა.შ. ანუ არასაერთო იდეოლოგია, ბევრი საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ. მაგალითად, ოპოზიციამ ვერ უპასუხა იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დადგა მიწისძვრის დროს. მიწისძვრის ზონაში ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მაშინ როდესაც ოპოზიციას რომ კარგად ემუშავა იქ შეეძლო მეტი ხმების წამოღება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილის თქმით, თურქეთის ოპოზიციამ ვერ უზრუნველყო ხმების პარალელური დათვლა, რის გამოც ქილიჩდაროღლუს მოადგილე, ვინც აღნიშნულზე იყო პასუხისმგებელი, გუშინ გადააყენეს.

ამას გარდა, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთში ხმების დათვლის დროს გაყალბების ტრადიცია არ არსებობს.

„ეს ვერც წარმოუდგენია ვერავის. ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ყველა აღიარებს შედეგებს, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ამბობს, რომ იქ გაყალბდა“, - დასძინა ბატიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქილიჩდაროღლუ სუნიტი არ არის, რასაც თურქეთში მნიშვნელობა აქვს.

„სუნიტურ ქვეყანაში, ისეთი როგორიც თურქეთია, ამას მნიშვნელობა აქვს. თურქეთის გადმოსახედიდან ეს იდენტობის ნაწილი მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მკვლევარმა.

ბატიაშვილის განცხადებით, ერდოღანმა კიდევ ერთხელ შეძლო კონსერვატორული და ნაციონალისტური ხმების მობილიზება.

„ეროვნული, ნაციონალისტური, კონსერვატიული მუხტი, იდენტობასთან დაკავშირებული ამბავი - ეს მუშაობს ამომრჩეველზე და სწორედ ეს დავინახეთ - ერდოღანმა კიდევ ერთხელ შეძლო ამ ხმების მობილიზება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ, თურქეთში ანტიდასავლური განცხადებები კონსერვატიული და ნაციონალისტური ხმების მობილიზაციისთვის კეთდება ხოლმე.

„თურქეთში ეს წინასაარჩევნო განცხადებები, რომელიც ხშირად დასავლეთის საწინააღმდეგოა ხოლმე, სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ მოახდინოს კონსერვატიული და ნაციონალისტური ხმების მობილიზება. თურქეთის საზოგადოება, რომელიც ერთის მხრივ არის კონსერვატიული - ამ ნაწილისთვის დასავლეთი არის ბუნებრივი მოწინააღმდეგე. მეორე ნაწილი - სოციალისტები და მემარცხენეები, მათთვისაც დასავლეთი იდეოლოგიურად არის მოწინააღმდეგე. ამიტომ თურქული საზოგადოების აი, ეს სპეციფიკა გამოიყენა ერდოღანმა წინასაარჩევნოდ და არ უნდა მივიჩნიოთ ეს განცხადებები იმად, რომ ხვალ თურქეთი ადგება და ნატოდან გამოვა“, -აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით, „თურქეთისა და საქართველოს ხალხებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობები მჭიდრო და ძლიერია და მას ვერაფერი ძალა ვერ შეცვლის“.

ბატიაშვილის თქმითვე, ნატო-ში გაწევრიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, თურქეთი საქართველოს მოკავშირეა, ამასთან, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

„თურქეთსა და საქართველოს შორის 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მჭიდრო, პარტნიორული, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში აქ ან იქ, ეს ასევე გაგრძელდება. მთავარი არის ქვეყნის ინტერესები. ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ამ ორი ქვეყნის - საქართველო-თურქეთის ერთმანეთთან ახლო კავშირს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის