ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესრულებული იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ევროკომისია ამას მოითხოვს

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესრულებული იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ევროკომისია ამას მოითხოვს და ამ პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული მოლოდინი დადებითი ვერ იქნება.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციების სრულად შესრულების საშუალება ჯერ კიდევ არის, თუმცა საქართველოს მთავრობას ეს ნება არ გააჩნია.

„უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს შესრულების ევროპული სტანდარტი და არსებობს „ქართული ოცნების” სტანდარტი, რომელიც ევროპული სტანდარტისგან ძალიან შორს არის. ამ წუთას, 12 რეკომენდაციიდან 5 შეუსრულებელია, 4 ნაწილობრივ შესრულებულია, 2 მეტწილად შესრულებულია. მხოლოდ 1 რეკომენდაციაა შესრულებული იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ევროკომისია რეკომენდაციის შესრულებას ითხოვს. ასეთი შეფასების პირობებში, ჩვენი მოლოდინი დადებითი ვერ იქნება.

დარჩენილ ვადაში რეკომენდაციების შესასრულებლად ან “ქართულმა ოცნებამ” უნდა გამოიჩინოს დიდი ძალისხმევა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ან იმ მომენტისთვის, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, დასკვნა უარყოფითი იქნება.

ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციების სრულად შესრულების საშუალება ჯერ კიდევ არის. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური მზაობა და ასეთი რამ მმართველ ძალას არ გააჩნია. რეკომენდაციებში არაფერი წერია ისეთი, რისი შესრულებაც რამდენიმე თვეში არ შეიძლება და რაც პირდაპირ არ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შეფასების დოკუმენტს წარდგენის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო