თამარ კორძაია - საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ, რომ სამყარომ, რომელში ინტეგრაციაც გვსურს, ფრენების აღდგენის გამო, სანქციები დაგვიწესოს - ეს იქნება მოქალაქეების და ქვეყნის მტრობა

თუ ამას დაუშვებთ ეს იქნება სწორედ, საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის მტრობა, რადგან საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელში ინტეგრაციაც ჩვენს მოქალაქეებს სურთ, ფრენების აღდგენის გამო, სანქციები დაგვიწესოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსეთიდან ფრენები საქართველოს ყველა პარტნიორ სახელმწიფოში აკრძალულია.

„ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით. არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა და პირიქით, თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში და სინამდვილეში, რუსეთის ოფიციალური სტატისტიკით, 200 ათასიც არ არის. ამბობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში ამ თვითმფრინავების ფრენისას უსაფრთხოება დგას ეჭვქვეშ, რადგან ეს თვითმფრინავები არ რემონტდება, მათ არ მიეწოდებათ სათანადო ტექნიკა შეკეთებისთვის და აკრძალულია ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. თუ ამას დაუშვებთ ეს იქნება სწორედ, საკუთარი მოქალაქეების და ქვეყნის მტრობა, რადგან საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელში ინტეგრაციაც ჩვენს მოქალაქეებს სურთ, ფრენების აღდგენის გამო, სანქციები დაგვიწესოს, ამიტომ ჯერ კიდევ დროა იმისათვის, რომ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ“, - განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატმა, ასევე ცესკო-ს ფორმირების წესში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მათთვის სასურველი ადამიანებით დაკომპლექტება სურს.

„თქვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სხვა არაფერია თუ არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და 2024 წლის არჩევნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასურველი ადამიანებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და ფორმალურად, მარტო იმიტომ, რომ პრეზიდენტი ეწეროს კანონში, წერთ სიტყვა პრეზიდენტს, სხვა შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ნულამდე დაყვანას ახდენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესში“, - აღნიშნა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო