ხათუნა სამნიძე - იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთოს  მკაცრი, მკაფიო განცხადებები და მხარში დაუდგეს საკუთარ მოსახლეობას, რუსეთის პროპაგანდისტებისგან ტაშის დაკვრას მიესალმება

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ელის, „ქართული ოცნება“ რუსი პროპაგანდისტებისგან ტაშის დაკვრას მიესალმება.

ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირ ბარიერი და პრობლემა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთოს ძალიან მკაცრი, მკაფიო განცხადებები და მხარში დაუდგეს საკუთარ მოსახლეობას, რომლის მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ მომავალს, მიესალმება ტაშის დაკვრას რუსეთის პროპაგანდისტებისგან, როდესაც მათი პოლიტიკა და პოლიტიკური გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის პირდაპირ ბარიერი და პრობლემა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებ უმრავლესობას, გადახედონ უახლოეს წარსულს და გადახედონ დღევანდელ ვითარებას, როდესაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება მკაფიო ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული მათი უფლება, მათი არჩევანი და ვერ უნდა ბედავდეს ვერცერთი ხელისუფლება საკუთარი ხალხის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს“,-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს და ფრენები 17 მაისიდან შესრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს