დღეს, პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათზე, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას გამართავენ სახელწოდებით, „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ გაიმართება.

აქციის მნიშვნელობაზე პარტიის წარმომადგენელმა ტიტე გედენიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდეს.

„ჩვენ დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბებით კიდევ ერთხელ პოლიტიკური პარტიები,სამოქალაქო მოძრაობები და გავაპროტესტებთ რუსულ ფრენებს საქართველოში. არ დავუშვებთ, რომ საქართველო გახდეს რუსული გუბერნია, რუსული მე-5 კოლონა. არ დავუშვებთ რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ იბოგინოს საქართველოში და ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყონ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში, იბრძოდნენ აფხაზეთის ომში, იდგენენ საქართველოს სადარაჯოზე, ისინი არიან გმირები. ის ადამიანები, რომლებიც სხედან პარლამენტში არიან მოღალატეები, რომლებიც უშვებენ რუსული ხელისუფლების გაბატონებას საქართველოში, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევას შეეგუება, ძალიან ცდება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ქართველი ახალგაზრდობა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ საქართველო ვერასდროს გახდება რუსეთის გუბერნია, თბილისის თავზე ვერასდროს იფრიალებს რუსული დროშა“, - განაცხადა პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა იგორ ნარმანიამ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს