არმაზ ახვლედიანი - მაშინ როცა უკრაინა მზად არის გადამწყვეტი იერიში მიიტანოს 21-ე საუკუნის უმთავრეს ბოროტებაზე, მთავრობა ცვლის ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს

მაშინ როცა, უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით, მზად არის გადამწყვეტი იერიში მიიტანოს 21-ე საუკუნის უმთავრეს ბოროტებაზე, საქართველოს მთავრობა ცვლის ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, ეუბნება სამყაროს, რომ მას აღარ სჭირდება დასავლეთი, საქართველოს ბუნებრივი სივრცე - ევროპა და ემზადება იმისთვის, რომ გაყალბებით, წინასაარჩევნო წნეხით ჩაატაროს მომავალი წლის არჩევნები და თუ ძალით მიიღო წარმატება, ფუნდამენტურად შეცვალოს საქართველოს კურსი ყველა მიმართულებით - გააუქმოს ინსტიტუციები, რომელიც მას აქამდე ხელს უშლიდა, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამოიღოს კონსტიტუციიდან 78- ე მუხლი.

„ბოლო ხანებში, რაც ხდება ქვეყანაში, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოში კარს მოგვადგა ცენზურა, იდეოლოგიური წნეხი და ყველაფერი ეს ხდება ერთადერთი მიზნით, რომ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლებამ მიაღწიოს წამატებას", - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო