მიხეილ დაუშვილი - არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, უფლებას არ მოგცემთ, რომ არჩევნები მიითვისოთ

ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი არსებითად იცვლება. ამით, ფაქტობრივად, ხდება ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დაკომპლექტება, სრულად გადადის „ოცნების“ ხელისუფლების ხელში. ამით თქვენ აზიანებთ სახელმწიფო ინტერესებს, ხელს უშლით და რისკს უქმნით სახელმწიფოს ევროინტეგრაციას. უნდა იცოდეთ, რომ არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უფლებას არ მოგცემთ, რომ არჩევნები მიითვისოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები კიდევ მეტად ამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და ქმნის რეალობას, როდესაც ხელისუფლება სრულად შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლებას.

„ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ქვეყნის შიგნით, რეფორმები, იმისათვის, რომ გვქონდეს გაცილებით უკეთესი ქვეყანა და წარმატებით შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომ სრულფასოვანი წევრი გავხდეთ ევროკავშირის.

მიუხედავად იმისა, რომ ნდობა ძალიან დაბალი იყო და არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ფაქტობრივად, მის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, კიდევ მეტად ამცირებს და ურტყამს ოცნების ხელისუფლება.

აქამდე არსებული სისტემის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური კონსენსუსი და მაღალი ლეგიტიმაციის გარეშე, ვერ მოხდებოდა თავმჯდომარის და წევრების არჩევა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანდა იქამდე, რომ მოგვიწევდა შეთანხმება, კონსენსუსი და ისეთ კანდიდატების არჩევა, რომლებიც იქნებოდნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც ოცნება სრულად გააკონტროლებს ცესკოს. ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები მიითვისოთ“,-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს