კახა კალაძე - 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის, წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია.

როგორც მან მედიასთან განმარტა, აღნიშნულ კომპანიებს შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნათ, მანამდე კი ფასთა გამოკითხვა ჩატარდა.

„წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები, ფასთა გამოკითხვა ჩატარდა. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო