საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიეტუვის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ენათმეცნიერი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაცია, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ ლიეტუველი კოლეგის, მეგობრის, პედაგოგის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს.

„ჩვენს გვერდით აღარ არის ჩვენი საყვარელი კოლეგა, ძვირფასი მეგობარი, მრავალი ახალგაზრდის აღმზრდელი, ლიეტუვისა და საქართველოს დიდი პატრიოტი, გულწრფელი, დიდსულოვანი და დაუშრეტელი ენერგიით აღსავსე ადამიანი, პროფესორი ვიდას კავალიუსკასი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების მხრივაც. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენი შეუძლია გააკეთოს ადამიანმა, თავისი აკადემიური და პედაგოგიური მოღვაწობით და რაოდენ დიდი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ორივე ქვეყნის - საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდა თაობებს. სწორედ საუნივერსიტეტო ცენტრში მისი მოღვაწეობა გახდა ძლიერი კავშირის საფუძველი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებს შორის, არამედ - საქართველოსა და ლიეტუვის საზოგადოებებს შორის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ მადლიერებით გაიხსენებს ძვირფას მეგობარსა და კოლეგას, პროფესორ ვიდას კავალიუსკასს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა