ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს - მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენ ხართ ევროპული ძალა, კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით, ხაბეიშვილის მეთაურობით და ადეიშვილის კარნახით?!

მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენ ხართ ევროპული ძალა, კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით, ხაბეიშვილის მეთაურობით და ადეიშვილის კარნახით?! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მისივე თქმით, ოპოზიციას სიტყვა „მოღალატეების“ გამოყენება გაუიაფდა, რაც მიუღებელია.

„ვიღაცას შეიძლება მე არ მოვწონდე, ჩემი კოლეგები არ მოსწონდეს, მეტსაც გეტყვით, გაუიაფდათ სიტყვა „მოღალატეების“ ხმარება. ჩემთვის ეს მიუღებელია და დამერწმუნეთ, რომ პასუხსაც მიიღებთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არ ზის აქეთ მხარეს არც ერთი მოღალატე. აქ სხედან ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც ამ სახელმწიფოს უფრთხილდებიან და ცდილობენ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ. არა მარტო ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ მთლიანად მთავრობაც ამაზეა მოტივირებული და ვისაც არ მოგწონთ, გაგვატარეთ!

ერთ კითხვას დავუსვამ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენ ხართ ევროპული ძალა, კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით, ხაბეიშვილის მეთაურობით და ადეიშვილის კარნახით?! მართლა გჯერათ, რომ ამ ფორმულაში რამე ევროპული არსებობს ?“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო