209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და მასწავლებლებმა აქცია გამართეს

209-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეების მშობლების და მასწავლებლების ნაწილის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მოსწავლეებს უკვე სამი წელია სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებული.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო.

„სამი წელია ბავშვები სხვა სკოლებში ჰყავთ გადანაწილებული, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსებით დადიან. ამ პერიოდში 209-ე სკოლაში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა, სამშენებლო-სარემონტო ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადეს. კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადად 2 წელი აქვს განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 2 წელი ბავშვებმა სხვა სკოლაში უნდა იარონ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ დრომდე არ გამოჩენილა. გავიდა მარტი, აპრილი, მაისი. ტენდერის გამოცხადებაზე და გამარჯვებულ კომპანიაზე ინფორმაცია მშობლებს არც ჰქონიათ. თბილისში ათობით სკოლაა ასეთ დღეში“, - განაცხადა „ლელო - თბილისის“ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის