მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემა არ უნდათ გააფუჭონ

ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი და იცით რატომ?! - მიხეილ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის აზრით, სტრასბურგის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ყველას ახსოვს და სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემის გაფუჭება არ უნდათ.

„წარმოგედგინათ ორი კვირის წინ, რომ გვარამიას ახსენებდნენ, პოლიტპატიმრობაზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს საერთოდ არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა. პიარული სვლაა, რადგან სტრასბურგმა თავისი გადაწყვეტილებით მათ და მათ პატრონებს უთხრა - თქვენ ყველა იტყუებოდით. ახლა არ უნდათ ეს ორი თემა ერთმანეთში არიონ, შესაბამისად, მარტივად გასაშიფრი ჩვეულებრივი პიარული სვლაა და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.

"ნაცმოძრაობის" პიარ სტრატეგია ასეთია - ამ შემთხვევაში არ ვეხებით მიხეილ სააკაშვილს, დადასტურდა, რომ მისი მოტივირებული პატიმრობა, კლავენ და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ცრუ ნარატივი და ტყუილი, მაგრამ რაც შეეხება გვარამიას, ამ ნაწილში რეზოლუციაში ჩანაწერი, ევროპარლამენტარების განცხადებები შეიძლება იყო მართალი. არა, ასე არ ხდება. ერთიც ტყუილი იყო და მეორეც. ეს არის სიმართლე. რატომ ამბობდნენ ეს ადამიანები ტყუილს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?! ზუსტად იგივე მოტივაციაა გვარამიას შემთხვევაშიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ
Gulf+ ახალი თვითმომსახურების სადგურები „გალფისგან“
კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი