პიტერ სტანო - ვწუხვართ რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილების გამო - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს

ვწუხვართ რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილების გამო, მას შემდეგ რაც გასულ კვირას, რუსეთმა საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის კუთხით.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დააწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთში. მნიშვნელოვანია, ამის გათვალისწინება. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის კუთხით და საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან მიმართებით საქართველოს შესაბამისობამ წელს გასული წლის ისედაც დაბალი მაჩვენებლიდან, 44% -დან 31%-მდე დაიკლო. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც გასულ კვირას ვთქვი, გაერო-ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება, რომელიც გადაეხა საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა