მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ტვიტერზე“ წერს.
ნიკოლენკოს თქმით, კრემლი შედეგით კმაყოფილია.
“მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია”, - წერს ნიკოლენკი „ტვიტერზე“ ქართულ ენაზე.