მიანმარში ციკლონ „მოკას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა

მიანმარის რაჰიინის შტატში ციკლონ „მოკას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.
მიანმარის ხელისუფლებამ რეგიონი კატასტროფის ზონად გამოაცხადა.
ქვეყნის სანაპირო ზოლში სტიქიამ ასობით სახლი და დროებითი თავშესაფარი გაანადგურა.
BBC-ის ცნობით, ციკლონმა განსაკუთრებით ის რეგიონი დააზარალა, სადაც ათასობით დევნილი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.
სპეციალისტების თქმით, „მოკა“ ბენგალის ყურეში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

























