რუსეთის დუმის დეპუტატი ითხოვს, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო, „აზიმუტს“ ლიცენზია შეუჩერდეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა განცხადება გაუგზავნა რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, ავიაკომპანია Azimut-ის ინსპექტირების მოთხოვნით, რაც დაკავშირებულია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სიიდან ამოღების გამო.

„რუსულმა ავიაკომპანიამ Azimut-მა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ქვეყნების სიიდან ამოიღო აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი". ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერა "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებს სთავაზობს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ Azimuth Airlines-ის შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს.

ალბათ, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდავი სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის საბოტაჟს ახორციელებს. ამ სიტუაციას შეიძლება ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან მსგავსი პრეცედენტის არსებობის პირობებში, ხვალ, კომერციული სარგებლის შემთხვევაში, ისინი ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს გამორიცხავენ რუსეთის ფედერაციისგან“ , - ნათქვამია მიმართვაში.

მაკიევმა კიდევ ერთი წერილი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ნერადკოსაც გაუგზავნა.

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ Azimut Airlines-ის საჰაერო გადაზიდვის ლიცენზია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ზურაბ მაკიევი თბილისში დაიბადა. ის წარმოადგენს პარტია „ერთიან რუსეთს“ და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკას სახელმწიფო სათათბიროში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს