პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

„ცვლილებების თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს შესაძლებლობა ექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი და აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ჩაატარებს ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური სტრატეგიული ანალიზის შედეგებს გაუზიარებს საზედამხედველო ორგანოს, გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო