ლოზუნგით - "ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს" „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა

"ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს" - ამ ლოზუნგით „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტა და შენობასთან ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართული ოცნების" მიმართ პუტინის ჟესტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენს მტერს სურს, მათი მავნებლური გზავნილი გააძლიეროს.

"არცერთი ჩვენი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს იმით, თითქოს შესაძლებელია მტერთან დაალაგო ურთიერთობა, თან სახელმწიფოებრიობა გქონდეს, თან თავისუფლება, იდენტობაც შეინარჩუნო და იყო წარმატებული ქვეყანა, ეგ არის შეუძლებელი. ამ მტერს უნდა ჩვენი განადგურება და ეს ხელისუფლება ეხმარება ჩვენს მტრებს, რომ მარტოები დავრჩეთ მათ წინაშე. მათი პროპაგანდა ცდილობს, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც დააბნიოს, რომ ვითომ ზრუნავენ მოქალაქეებზე", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, თენგო კირთაძის თქმით, ამ აქციით პუტინისტური ხელისუფლებისა და კრემლის შეხმატკბილებულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

"ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც აზიანებს ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს. სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, რომელიც ეხმარება კრიზისში მყოფ პუტინისტურ რეჟიმს და კრემლს", - ამბობს თენგო კირთაძე.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის ვასალი რეჟიმი, რომელიც ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში.

"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, ვისაც რუსეთი უნდა, ის უფრო მოკლე გზით ჩავიდეს რუსეთში, ჩვენ გვაქვს პრობლემა ამ მთავრობასთან, ამ რეჟიმთან. მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯია, თითქოს რუსეთს ჩვენთან მშვიდობა უნდა და "აი, სტატუსი ვერ მოგვიტანა ბიძინამ, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთთან მშვიდობა უზრუნველყო".

ეს ყველაფერი უნდათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასაშანტაჟებლად და მათ ტროლშეტევებსა და განცხადებებშიც ძალიან კარგად ჩანს. "მაშინ ამერიკამ მოგვცეს უვიზო" - გამოიყენონ საპირწონედ, რომ ჩაუვარდებათ საქართველოს ეროვნული, ისტორიული მისისკენ სვლა და სტატუსს ვერ მიიღებენ, ამ ზიანის კონტროლი უნდათ ამით, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს რეჟიმი მოკლე გზით, ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში", - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს