გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საერთაშორისო კოალიციისშესაქმნელად იმუშავებენ, რათა უკრაინას, პუტინის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამ გადამწყვეტ მომენტში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოპოვებაში დაეხმარონ, - ამის შესახებ დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით მხარდაჭერას გაუწევენ.
„პრემიერ-მინისტრები რიში სუნაკი და მარკ რუტე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე, რათა უკრაინა საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყონ, ყველაფერში მხარდაჭერის აღმოჩენით : წვრთნებიდან დაწყებული, F16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებით დამთავრებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც დაუნინგ სთრითმა რიში სუნაკისა და მარკ რუტეს ისლანდიაში მიმდინარე ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.