გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
უფრო კონკრეტულად, კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მაისს 14:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთში: 9 აპრილის, რუსთაველის, ნამორაძის, ლაშარის, 300 არაგველის, მ. გელოვანის, ბაგრატიონის, სანიკიძის, ქუსნოს, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის, ფიროსმანის, დუმბაძის, ორბელიანის, ხაწირის, ბეწუკელის, გურამიშვილის ქუჩებზე.
მათივე ინფორმაციით, 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.