ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში თემაზე: „როგორ უზრუნველყოფთ დემოკრატიას, როცა სამყარო გამოცდას გვიწყობს რისკებზე, მედეგობასა და ერთგულებაზე“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დემოკრატია საქართველოში მდგრადია, რადგან ქვეყანა იმ ღირებულებების ერთგულია, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას, - თავისუფლება, თანასწორობა და კანონის უზენაესობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სრულად ემთხვევა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ამ მხრივ, მოითხოვს ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა