შემდეგ კვირას, სიდნეიში დაგეგმილი ე.წ. Quad-ის(აშშ, ავსტრალია, ინდოეთი, იაპონია) ჯგუფის ლიდერებს შორის დაგეგმილი სამიტი გაუქმდა, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზიმ განაცხადა.
მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიაში ვიზიტი გააუქმა.
როგორც დასავლური მედია წერს, ე.წ. Quad-ის ჯგუფის ლიდერებს: აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანიზისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შორის შეხვედრა 24 მაისს უნდა გამართულიყო.
ალბანიზიმ აღნიშნა, რომ Quad-ის ლიდერებს მოლაპარაკებები ავსტრალიის ნაცვლად იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში ექნებათ, სადაც ოთხივე ლიდერი „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში 19-21 მაისს შეიკრიბება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"