გურამ მაჭარაშვილი - მუქარის ტონი მოდის აშშ-დან - დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს

მუქარის ტონი მოდის აშშ-დან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა აშშ-დან მუქარის ტონს აიტანენ.

„ხედავთ როგორი დამოკიდებულება არსებობს - პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს, მაშინ როცა ცალმხრივად თვითონ მიიღო ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომლისკენაც თვითონ მოუწოდებდნენ, ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება. რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება ამას? შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რომ რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა 2019 წელს ჯერ თავად დაასანქცირა ჩვენი მოსახლეობა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო, ახლა ცალმხრივად ისევ თვითონ მოხსნა და მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-შიც არსებობენ ის ძალები, რომლებიც მაინც პატივს სცემენ პარტნიორულ ურთიერთობას. დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო აიტანს მუქარის ტონს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს