თბილისის მერია სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ახალი ტურნიკეტების შესყიდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტურნიკეტები არის უფრო ვიწრო და უფრო მეტი ტურნიკეტის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდება სამ მეტროსადგურში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. ეს არის კომპანია „ქართული მიკრო ელექტრონიკა“, რომელთანაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და აღნიშნული კომპანია მოგვაწვდის შესაბამის ტურნიკეტებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მგზავრებს გადაადგილების დროს არ ჰქონდეთ შეფერხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო