კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შექმნილ აპლიკაციაში 180-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შექმნილ აპლიკაციაში 180-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა ძალიან მაღალია.

„როგორც იცით, გუშინ ახალი აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა. აღნიშნული აპლიკაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება გავუკეთოთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. იცით, რომ პირველ ეტაპზე 4 მიმართულება არის შერჩეული: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. ძალიან მაღალი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს. კონკრეტული ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, გვხვდება ვანდალიზმის სახით, ძალიან ცუდია. ამ ყველაფერს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, Fix Tbilisi დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა